ფიგურები
ხარისხის კონტროლის მენეჯერი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
სამშენებლო კომპანია "ფიგურები" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტი
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლის პროცესის დაგეგმვა და მართვა
- სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება პროექტთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებთან და მოქმედ სტანდარტებთან
- ობიექტზე რეგულარული ინსპექტირების ჩატარება
- აღმოჩენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და აღმოფხვრის პროცესის მონიტორინგი
- ხარისხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება
- ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასება
- პროექტის გუნდისთვის ხარისხის სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვის ხელშეწყობა
- შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა
- სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება კომპეტენციის ფარგლებში
- ხარისხის მართვის გეგმების (Quality Plan) შემუშავება და განახლება
- Inspection & Test Plan (ITP)-ების მომზადება და კონტროლი
- Non-Conformance Report (NCR)-ების, Corrective Action Report (CAR)-ებისა და სხვა QA/QC დოკუმენტაციის მართვა
- ლაბორატორიული გამოცდებისა და ტესტირების პროცესის კოორდინაცია
- სამშენებლო პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა ISO სტანდარტებთან (საჭიროების შემთხვევაში)
- ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ხარისხის ანგარიშების მომზადება
- დამკვეთისა და ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენლებთან ხარისხთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია
- შიდა აუდიტების დაგეგმვა და განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მონათესავე მიმართულებით
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5-წლიანი გამოცდილება
- სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა
- ტექნიკური ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება
- ISO 9001 სტანდარტის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება