ხარისხის კონტროლის მენეჯერი
ოპა ჯგუფი არის სამშენებლო და სარემონტო სერვისების კომპანია, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია დაარსდა სახელწოდებით "ალტკო" და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების, წარმატებით განხორციელებული პროექტებისა და განვითარების ახალი ეტაპის ფარგლებში განაგრძობს საქმიანობას - ოპა ჯგუფის სახელით. კომპანია ახორციელებს როგორც სამშენებლო, ისე სარემონტო სამუშაოების სრულ სერვისს.
კომპანია ეძებს - ხარისხის კონტროლის მენეჯერს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლის პროცესის ორგანიზება და მართვა
- სამშენებლო ობიექტებზე რეგულარული ინსპექტირების ჩატარება ობიექტებზე
- ქვეკონტრაქტორებისა და ბრიგადების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასება
- გამოვლენილი ხარვეზების აღრიცხვა, დოკუმენტირება და გამოსწორების პროცესის მონიტორინგი
- ხარისხთან დაკავშირებული ანგარიშებისა და აქტების მომზადება
- დამკვეთის, ზედამხედველისა და პროექტის გუნდის წარმომადგენლებთან კოორდინაცია
- სამშენებლო მასალების, მოწყობილობებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
- ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და დანერგვა
- ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ანგარიშების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან შესაბამის სფეროში
- სამშენებლო სფეროში ხარისხის კონტროლის/ხარისხის მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
- სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების კარგი ცოდნა
- ხარისხის მართვის სისტემების ვ (ISO 9001 ან ანალოგიური სტანდარტების) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- MS Office პროგრამების ცოდნა
- ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- ქართული და რუსული ენის ცოდნა
ანაზღაურება: კონკურენტული, განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.