ხარისხის კონტროლის ინსპექტორი- ფოთი
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის ინსპექტორის პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
- კონკურენტულ სამუშაო პირობებს
ვაკანსიის დასახელება: ხარისხის კონტროლის ინსპექტორი
სამუშაო ადგილი: ფოთი (ფოთის პორტის მშენებლობა)
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- სამშენებლო სექტორში და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ბეტონთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
მოვალეობები:
- ხარისხის კონტროლის მენეჯერის მითითებების შესაბამისად სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირების განხორციელება;
- ბეტონის, არმირების, ყალიბების, ხიმინჯების, მიწის სამუშაოებისა და სხვა სამშენებლო პროცესების ყოველდღიური ინსპექტირება;
- საველე და ლაბორატორიული ტესტირების პროცესების მონიტორინგი და შედეგების დაფიქსირება;
- აღმოჩენილი შეუსაბამობების დროული იდენტიფიცირება, ხარისხის კონტროლის მენეჯერის ინფორმირება და მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
- სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა პროექტის სპეციფიკაციის/მეთოდოლოგიის შესაბამისად;
- ნახაზების შესაბამისად სამუშაოების შემოწმება;
- სატესტო ლაბორატორიასთან კონტაქტი და კოორდინაცია;
- დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაციის მომზადება საველე პირობებში და მიღებული შედეგების ასახვა ელექტრონულად;
- რეპორტინგის მომზადება/წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან და პროექტის გუნდთან;
- დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება;
- პროექტის სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის დადგენა და ნებისმიერი კრიტიკული საკითხის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებული, ენერგიული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
- გამართული კომუნიკაციის უნარი.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.