ხარისხის კონტროლიორი — აპტოსი

აპტოსი — ლოგო
აპტოსი

ხარისხის კონტროლიორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
Aptos ესთეტიკური მედიცინის და სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი ქართული კომპანიაა. Aptos-ის ისტორია 1996 წელს იწყება: პლასტიკურმა ქირურგმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი, რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას, ძაფებით ლიფტინგს. სწორედ ქართულ კომპანიას ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

გარდა ამისა, Aptos გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას აძლევს. ამჟამად პროდუქცია მსოფლიოს ექვსივე დასახლებულ კონტინენტზე, 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2021 წლიდან კი Aptos-ის პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე Made in Georgia სამარკო ნიშნით გადის.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://aptos.global/

კომპანია "აპტოსი" ეძებს ხარისხის კონტროლიორს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული ნედლეულის პირველადი კონტროლის პროცესში მონაწილეობის მიღება და პროგრამაში ასახვა;
** შუალედური პროდუქტის კომპანიის სტადარტებთან შესაბამისობის კონტროლის, სტერილური პროდუქტის ვიზუალური კონტროლის პროცესში ჩართულობა;
** საბოლოო მზა პროდუქტის კონტროლის პროცესში ჩართულობა;
** ეტიკეტების შემოწმება, გამოყენების ინსტრუქციების და საბოლოო შესაფუთი მასალების, შიდა და გარე ეტიკეტების კონტროლის პროცესში ჩართულობა. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმობა;
** სისუფთავისა და პერსონალის შემოსვლის მონიტორინგის პროცესში ჩართულობა;
** წარმოების ბარათის მონიტორინგის პროცესში ჩართულობა.

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ორხევი, გ.ამილახვრის ქ.#15

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.