ხარისხის კონტროლი — ბაუსერვისი

ბაუსერვისი — ლოგო
ბაუსერვისი

ხარისხის კონტროლი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ბაუსერვისი“ სამშენებლო სფეროში აცხადებს ვაკანსიას „ხარისხის კონტროლის” პოზიციაზე:

კომპანიის საქმიანობის სფერო: სამშენებლო ობიექტებზე ჰიდროიზოლაციისა და თბოიზოლაციის სამუშაოების შესრულება.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის №142

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი 09:00-17:00 ; შაბათი 09:00:15:00

ანაზღაურება: ფიქსირებული( განიხილება ინდივიდუალურად )+ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი;
  • ობიექტებზე რეგულარული ვიზიტების განხორციელება;
  • სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება პროექტთან, ტექნიკურ დავალებასთან და კომპანიის სტანდარტებთან;
  • გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის პროცესის კონტროლი;
  • ხარისხთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
  • პროექტის გუნდთან და ტექნიკურ პერსონალთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით;
  • სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • ანალიტიკური და ორგანიზებული მუშაობის უნარი;

ჩვენთან გელოდებათ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში ჩართულობა;
  • კონკურენტულ ანაზღაურება;
  • მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.