ხარისხის კონტროლერი
კლინიკა "პრემიუმ მედსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ორგანიზაციის პოლიტიკისა და მიზნების შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მეთოდური შემუშავების უზრუნველყოფა ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული პროცედურების შემუშავება, დანერგვა და შენარჩუნება, პროცესების კონტროლი;
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის და პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და კონტროლი;
- ხარისხის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის კოორდინირება;
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის წლიური პროგრამის შედგენა და აუდიტის პროცესის მართვა;
- აუდიტის დროს გამოვლენილი შეუსაბამობების კორექტირების ეფექტურობის შეფასება;
- შეუსაბამობების გამომწვევი მიზეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
- ანალიზის შედგენა მენეჯმენტის მხრიდან;
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება;
- ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში კონსულტაციების გაწევა თანამშრომელთათვის;
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავებული დოკუმენტების აღრიცხვის ორგანიზება;
- კლიენტთან ურთიერთობის საკითხების მართვა (რეკლამაციები);
- ცვლილებების მონიტორინგი;
- სასერტიფიკაციო და საზედამხედველო აუდიტებისთვის ორგანიზაციის მომზადება;
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთობის მოგვარება მომხმარებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
- და სხვ.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ორგანიზებულობა, დისციპლინირობა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- კომპიუტერული უნარი.
პირობები:
- ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე)
- სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით