Key Account მენეჯერი
"ESPRESSO GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას Key Account მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (გამოცდილების შესაბამისად)
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
** ქსელური მიმართულების გაყიდვების გეგმების შესრულება და გაყიდვების ზრდაზე მუშაობა;
** პარტნიორი კომპანიებისა და სავაჭრო ობიექტების ბრუნვის, გაყიდვებისა და ძირითადი პროდუქტების ანალიზი;
** ქსელურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის პირობების მართვა;
** შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და დროული მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
** აქციებისა და პრომოაქტივობების დაგეგმვასა და შესრულებაში მონაწილეობა;
** სავაჭრო ობიექტებზე მერჩენდაიზინგის სტანდარტების კონტროლი;
** გაყიდვების ყოველდღიური მონიტორინგი და შედეგების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება;
** დაქვემდებარებული მერჩენდაიზერის საქმიანობის მართვა, მონიტორინგი და შეფასება;
** გუნდისთვის მიზნების დასახვა, მხარდაჭერა და მოტივაციის უზრუნველყოფა;
** გაყიდვებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტების მომზადება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკებისა და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** შედეგებზე და მიზნებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** MS Excel-ის ცოდნა;
** 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.