Key Account მენეჯერი — G&A Group

G&A Group — ლოგო
G&A Group

Key Account მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

G&A Group არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.

G&A Group მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.

თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

ფუნქცია- მოვალეობები:

  • ქსელურ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და განვითარება
  • გაყიდვების გეგმის დაგეგმვა და შესრულების უზრუნველყოფა
  • მოლაპარაკებების წარმოება (ფასი, აქციები, ასორტიმენტი, თარო)
  • ნაშთის მართვა და ოპტიმალური მარაგის კონტროლი (Days of Stock)
  • Out of Stock-ის მინიმიზაცია
  • დაბრუნებების (Return) და ვადაგასული პროდუქციის კონტროლი
  • SKU-ების მართვა (ასორტიმენტის გაფართოება / ოპტიმიზაცია)
  • აქციებისა და პრომო აქტივობების დაგეგმვა და ანალიზი
  • გაყიდვების და KPI-ების ანალიზი (Sales, OOS, Return, Margin)
  • კონკურენტული გარემოს მონიტორინგი
  • რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის/მენეჯმენტის მიმართულებით)
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან Key Account მართვის მიმართულებით (სასურველია FMCG სექტორში)
  • მოლაპარაკებების და კომუნიკაციის ძლიერი უნარები
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • MS Excel-ის ცოდნა

დამატებითი უპირატესობა:

  • ქსელურ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება
  • FMCG ბაზრის ცოდნა

პირობები:

  • კონკურენტული ანაზღაურება
  • ბონუს სისტემა KPI-ების მიხედვით
  • პროფესიული განვითარება
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ
  • კომპანია უზრუნველყოფს ერთჯერად კვებას