კერხერის აპარატის მძღოლი
სს "გეფა" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. გეფა-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop და AFFLELOU.
გეფა, როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის ხელშეწყობაზე, სადაც თითო ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს. შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!
კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას კერხერის აპარატის მძღოლის პოზიციაზე ცენტრალურ საწყობში: ეველინა თავაძის 14 ა (ღრმაღელის მეტროსთან)
ფუნქცია-მოვალეობები:
- დროულად და სათანადო დონეზე მოახდინოს საწყობის მთლიან ტერიტორიაზე იატაკის დასუფთავება კერხერის აპარატის მეშვეობით;
- მუდმივად იზრუნოს და დაიცვას საწყობის ტერიტორიაზე საერთო ჰიგიენა, მათ შორის სამუშაო მოწყობილობების, სამუშაო ინვენტარის ზედაპირების, დანადგარების, იატაკების და საერთო სისუფთავე.
- აკონტროლოს კერხერის აპარატის გამართულობა და ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში დროულად მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დაკვირვების უნარი
- მოწესრიგებულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კერხერის აპარატის მართვის ცოდნა ან B კატეგორის მართვის მოწმობა
კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის ბენეფიტებს:
- სატრანსპორტო მომსახურებას მეტრო სარაჯიშვილიდან და უკან
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კვების დაფინანსებას