კერამიკის წარმოების განვითარების მენეჯერი — BlueTabla

BlueTabla — ლოგო
BlueTabla

კერამიკის წარმოების განვითარების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას კერამიკის წარმოების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: 9:00 – 18:00, ორშ.–პარ. (სრული განაკვეთი)

მდებარეობა: წერეთლის გამზ. 140, თბილისი

ბლუტაბლა ქმნის სახლის აქსესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული ინარჩუნებს მთავარ იდეას — ქართული სახასიათო დიზაინის შექმნასა და მათ ყოველდღიურობაში დამკვიდრებას.

სამუშაოს აღწერა

კერამიკის წარმოების განვითარების მენეჯერის პოზიცია მოიცავს კერამიკული ჭურჭლის წარმოების სრული ციკლის მართვასა და განვითარებას, საჭირო ტექნიკური სტანდარტების შემუშავებას, გუნდის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

  • კერამიკული წარმოების ტექნოლოგიის შერჩევა და დანერგვა
  • საწარმოო პროცესის ჩამოყალიბება (ფორმირება, გაშრობა, გამოწვა, მოჭიქვა, დეკალების მომზადება)
  • ნედლეულის რეცეპტურების განვითარება (თიხა, ჭიქური)
  • ნიმუშების ტესტირება და პროდუქტის დამტკიცების პროცესის მართვა
  • ხარისხის სტანდარტებისა და სტანდარტული სამუშაო პროცედურების შემუშავება
  • დანადგარებისა და მომწოდებლების შერჩევა

მოთხოვნები:

  • 3–5 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება კერამიკის/ჭურჭლის წარმოების მიმართულებით
  • მცირე/საშუალო ზომის კერამიკული სტუდიის ან საწარმოს მართვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
  • კერამიკის მიმართულებით განათლება ჩაითვლება პლუსად
  • ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაცია დანადგარების მომწოდებლებთან და უცხოელ ტექნიკურ სპეციალისტებთან)

ანაზღაურება და პირობები:

  • კონკურენტული ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა