ქეითერინგის მზარეული — ასორტი

ასორტი — ლოგო
ასორტი

ქეითერინგის მზარეული

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას ქეითერინგის მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 33ა

სამუშაო განაკვეთი: დინამიური გრაფიკი

ძირითადი ფუნქციები:

  • ქეითერინგისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქციის მომზადება განსაზღვრული საკალკულაციო და ტექნოლოგიური ბარათების, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად;
  • ქეითერინგისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების ოდენობის განსაზღვრა;
  • ქეითერინგისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქციის მოსამზადებლად აუცილებელი ნედლეულის ხარისხის და ვადების კონტროლი, მარაგების კონტროლი;
  • მომზადებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაო დღის ბოლოს სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კვების ჰიგიენური სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.

უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • პასუხისმგებლიანობა;