კატეგორიის მენეჯერი
შპს "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
- ბაზრის ანალიზი და მაჩვენებლების წინა პერიოდებთან შედარება
- სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა
- კომპანიის მომხმარებელთან დაკავშირებული ანალიტიკა
- ქსელის თანამშრომლების მიერ კატეგორიის ცოდნის კვლევა და შემოწმება, ასევე ამ ცოდნის მიღებაზე ზრუნვა
- კატეგორიისა და ქვეკატეგორიის განსაზღვრა
- მომწოდებლებთან ურთიერთობის განვითარება
- იმპორტის შემთხვევაში ლოჯისტიკაში ჩართულობა, შესაბამისი დოკუმენტებით უზრუნველყოფა
- საბაჟო პროცედურებში ჩართულობა
- კატეგორიის/რეპორტინგის სპეციალისტის მიერ მომზადებული გაყიდვების რეპორტების ანალიზი
- ყოველკვირეული/ყოველთვიური ურთიერთობა მომწოდებელთან ეფექტური და მომგებიანი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად
- მერჩენდაიზინგის სტრატეგიის განსაზღვრა მერჩენდაიზინგის ასისტენტთან ერთად პლანოგრამის განსავითარებლად
- სივრცის ოპტიმიზაცია - დეფიციტების გამორიცხვა, მომგებიანი პროდუქტის ასორტიმენტის შენარჩუნება მოცემულ სივრცეში
- კატეგორიის სპეციალისტთან ერთად შეკვეთების მომზადება/განხილვა
- მომწოდებლებთან ვალდებულებების თვალყურის მიდევნება ფინანსური განყოფილების მონაცემებზე დაყრდნობით.
- კოორდინირების გაწევა კატეგორიის სპეციალისტის საქმიანობაზე და თანამშრომლობა სხვა კატეგორიის მენეჯერებთან, ქსელის მართვასთან, ლოჯისტიკასთან, ფინანსებთან, მარკეტინგთან.
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
- აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- მინიმუმ 2 წელი, შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel);
- 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი- პარასკევი 09:30-18:30;
- ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;