С კატეგორიის მძღოლი — დეილი ჯგუფი

დეილი ჯგუფი — ლოგო
დეილი ჯგუფი

С კატეგორიის მძღოლი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას С კატეგორიის მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40

გრაფიკი: ცვლებში(დღე, ღამე)

ტრანსპორტირება: მ/ს სამგორიდან

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში პროდუქციის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მანქანის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
  • აუცილებელია მართვის მოწმობა - C კატეგორია.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინირებულობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ