კატეგორიის განვითარების მენეჯერი — ქლინ ქლაბ

ქლინ ქლაბ

კატეგორიის განვითარების მენეჯერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ქლინ ქლაბ" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისი, საქართველო

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

პოზიციის მიზანი

კომპანიის კატეგორიების პორტფელის სტრატეგიული განვითარება, ახალი პროდუქტების დანერგვა, გაყიდვების ზრდა, მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა და ბაზარზე კონკურენტული პოზიციონირების გაძლიერება.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტრატეგია: კატეგორიის გეგმის შემუშავება და განხორციელება. გაყიდვების, მარჟისა და ბაზრის წილის ზრდაზე პასუხისმგებლობა.
  • პროდუქტის პორტფელი: ასორტიმენტის ანალიზი, მწარმოებლების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება.
  • ფასები და მარჟა: ფასების სტრატეგიის მართვა, პრომოაქტივობების დაგეგმვა, მომწოდებლებთან ფასისა და პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება.
  • გაყიდვები: გაყიდვების გუნდთან ერთად კატეგორიის სტრატეგიის შემუშავება. B2B კლიენტებისთვის კომერციული წინადადებების მომზადება.
  • ბაზრის ანალიზი: კონკურენტების მონიტორინგი, ტრენდების ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
  • ოპერაციები: მოთხოვნის პროგნოზირება, მარაგების მართვა და იმპორტის პროცესის კოორდინაცია.

მოთხოვნები:

  • 1+ წლიანი გამოცდილება კატეგორიის მენეჯმენტში. HoReCa სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • გამოცდილება მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოებაში. თურქეთთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ანალიტიკური აზროვნება.
  • ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე და ზემოთ.
  • თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • შედეგებზე ორიენტირებულობა და პროაქტიულობა.

რას გთავაზობთ:

  • 1500 ლარი ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი კატეგორიის შედეგების მიხედვით.
  • პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო მწარმოებლებთან მუშაობის შესაძლებლობა.
  • სწრაფი ზრდის შესაძლებლობა.