კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორი- ბათუმი
"10x" ეძებს კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მსმენელების კარიერულ განვითარებას, პროფორიენტაციასა და დასაქმების ხელშეწყობას.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუდენტებისა და მსმენელებისთვის ვაკანსიების, სტაჟირებებისა და კარიერული შესაძლებლობების მოძიება და გაზიარება;
- დამსაქმებლებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, მოლაპარაკებების წარმოება და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;
- კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა CV-ების ბაზის შექმნა, განახლება და პოტენციურ დამსაქმებლებთან გადაგზავნა;
- შრომის ბაზრის მოთხოვნების ანალიზი და პროფორიენტაციული/საორიენტაციო შეხვედრების დაგეგმვა;
- არაფორმალური საგანმანათლებლო და სტუდენტური ღონისძიებების (ვორქშოპები, ტრენინგები, საჯარო ლექციები) ორგანიზება და მართვა;
- მიმართულების ფარგლებში სტატისტიკისა და ანგარიშგების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი);
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, ვისაც აქვს პროექტების კოორდინაციის გამოცდილება;
- გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების მართვის უნარი;
- ღონისძიებებისა და პროცესების ეფექტურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი N38;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი (10:00 - 18:00 სთ);
- ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- რეზიუმე (CV);
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი).
განაცხადების მიღების ვადა: 2 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.