კარიერული განვითარების მენეჯერი — სქილვილ

სქილვილ — ლოგო
სქილვილ

კარიერული განვითარების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"SKILLWILL" აცხადებს ვაკანსიას პროფესიულ კარიერული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა:

ვეძებთ კარიერული განვითარების მენტორს, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს პროფესიული მიმართულების განსაზღვრაში, დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებასა და წარმატებული კარიერული გზის დაგეგმვაში. კანდიდატი აქტიურად იმუშავებს სტუდენტებთან როგორც ინდივიდუალური კონსულტაციების, ასევე ჯგუფური ვორქშოფებისა და ტრენინგების ფორმატში.

ძირითადი მოვალეობები:

  • კარიერული განვითარების ვორქშოფების დაგეგმვა და ჩატარება;
  • რბილი უნარების (Soft Skills) ტრენინგების ჩატარება;
  • სტუდენტების დახმარება რეზიუმესა და LinkedIn პროფილის გამართვაში;
  • სტუდენტების მომზადება გასაუბრებებისთვის Mock Interview-ების ჩატარება და უკუკავშირის მიცემა;
  • სტუდენტებისთვის შესაბამისი ვაკანსიების მოძიება და გაზიარება;
  • სტუდენტების მხარდაჭერა დასაქმების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე;
  • რეკრუტინგის პროცესებში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 1 წლიანი გამოცდილება რეკრუტინგში, Talent Acquisition-ში ან Sourcing-ში;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
  • ინფორმაციის ნათლად და ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • LinkedIn-ის, CV Screening-ის და ინტერვიუს პროცესების კარგი ცოდნა;
  • სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Tech Recruiting-ში გამოცდილება ასევე ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • პროაქტიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ემპათია და სტუდენტებთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები.

შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:

  • HR გასაუბრება.
  • უშუალო მენეჯერთან გასაუბრება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 24 ივლისი.