კანცელარიის ჯგუფის უფროსი
Developer: თიბისი
Position: კანცელარიის ჯგუფის უფროსი
Location: სათაო / ადმინისტრაციული განყოფილება
Employment Type: შრომითი ხელშეკრულება
Work Schedule: სრული განაკვეთი
Company Description
ჩვენ ვართ თიბისი:
წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
Job Description
Position Objective
სათაო ბანკის კანცელარიის ოპერაციების ეფექტური მართვა, ფოსტისა და ადმინისტრაციული პროცესების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გუნდის კოორდინაცია სხვადასხვა ოფისში.
Main Duties and Responsibilities
- კანცელარიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და პროცესების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
- გუნდის მართვა და რესურსების გადანაწილება 3 სხვადასხვა ოფისში
- კანცელარიის მენეჯერების მუშაობის მონიტორინგი და ეფექტიანობის გაზრდა
- შემოსული/გასული კორესპონდენციის აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა
- საფოსტო მომსახურების პროცესების მართვა (ადგილობრივი და საერთაშორისო)
- ფოსტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ყოველთვიური მონიტორინგი
- სატენდერო პროცესებში მონაწილეობა ფოსტის სერვისებთან დაკავშირებით
- დაკარგული ან დაგვიანებული გზავნილების მართვა და პრობლემების დროული გადაჭრა
- IT და პროგრამულ სისტემებთან (მაგ. TPS, საფოსტო მოდული) მუშაობის კოორდინაცია
- თანამშრომელთა შვებულებების გრაფიკის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია
- თანამშრომლების დროებითი ჩანაცვლება/გადანაწილება საჭიროების შემთხვევაში
- არქივის პროცესების მართვა და დოკუმენტების კონტროლი
- მიმართულებების მხარდაჭერა საფოსტო და საკანცელარიო საკითხებზე
- ბლანკებისა და საკანცელარიო მასალების აღრიცხვა და განაწილება
- წლიური გამოწერების (ჟურნალ-გაზეთები) ორგანიზება
- დამატებითი დავალებების შესრულება ბიზნეს საჭიროებიდან გამომდინარე
Qualifications
Qualification Requirements:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ბანკის სტრუქტურისა და პროცესების ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
Personal Qualities:
- ძლიერი მენეჯერული და ლიდერული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ეფექტური კომუნიკაცია
- ორგანიზებულობა და დროის მართვა
- სტრესულ გარემოში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა