კაფეტერიის მზარეული
შპს. „გლორია“ მართავს ორ სასტუმროს - „ტიფლის პალასს“, რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს „ტიფლის ვერანდას“) და „Grand Gloria“-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.
კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.
შპს „გლორია“ აცხადებს ვაკანსიას „კაფეტერიის მზარეულის“ პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ.თბილისი, გორგასლის 3
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს,
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას,
- კვებით უზრუნველყოფა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- თანამშრომლებისთვის სხვადასხვა სახის კერძებისა და ნახევარფაბრიკატების მომზადება რეცეპტურისა და სტანდარტების შესაბამისად
- პროდუქციის ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი
- ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
- სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
- ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 2 ივლისი
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- უფასო კვება