კაფეს მენეჯერი — მასტერ კოფი

მასტერ კოფი

კაფეს მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

"მასტერ კოფი` აცხადებს ვაკანსიას კაფეების ქსელ "კოფისტაში" კაფეს მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

სამუშაო გრაფიკი: 9-საათიანი ცვლადი სამუშაო გრაფიკი (მოიცავს 1 საათიან შესვენებას);

სამუშაო დრო: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;

ანაზღაურება: 1200ლ (+ ბონუსი 300ლ);

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მოწესრიგებულად და დროულად გამოცხადება სამსახურში;
  • მენიუში გაწერილი ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა, მომხმარებლისთვის სწორად წარდგენა და რეკომენდაციის გაწევა;
  • შეკვეთების მიღება და დროული მომზადება;
  • ყავისა და ცხელი/ცივი სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • სენდვიჩების აწყობა;
  • ობიექტზე არსებული პროგრამის სრულყოფილად ფლობა;
  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის შესრულება;
  • შესასყიდი პროდუქციის და მომარაგების პროცესის მართვა; მაცივრებსა და დახლებში არსებული პროდუქციის სისტემური კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება;
  • ყოველი თვის ბოლოს ობიექტის აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლი, მათი გრაფიკების გაწერა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
  • პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:

  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ინიციატორული;
  • ორგანიზებული;
  • ლიდერული უნარ-თვისებების მქონე;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური