KA პრისელერი
რენეკო წარმოადგენს აგროინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები.
აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.
კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებით. ხოლო მომხმარებლებისთვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.
ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/
კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას KA პრისელერის პოზიციაზე (ქ. თბილისი).
მოთხოვნები:
- საკუთარი ავტომობილი
- დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება
მოვალეობები:
- სავაჭრო ქსელებში შეკვეთების აღება
- სავაჭრო ქსელებში დახლზე განთავსებული პროდუქციისა და მარაგების კონტროლი
პიროვნული თვისებები:
- ლიდერობა
- ორგანიზებულობა
- ენერგიულობა
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლიანობა
- პუნქტუალურობა
- დისციპლინირებულობა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (შაბათი - ნახევარი სამუშაო დღე)
- სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
- საწvავით უზრუნველყოფა
- ანაზღაურება: 1500 ლარი (ფიქსირებული) + ბონუსი