ჯუნიორ გრაფიკული დიზაინერი — ეშვი

ეშვი

ჯუნიორ გრაფიკული დიზაინერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ეშვი აცხადებს ვაკანსიას: ჯუნიორ გრაფიკული დიზაინერი (ნახევარ განაკვეთზე)

ESHVI 2012 წელს დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში დაარსებული საიუველირო ბრენდია, რომელიც თამამ ესთეტიკას ხალისიან დახვეწილობასთან აერთიანებს. სახელი „ESHVI“ გამოხატავს ჩვენი დიზაინის ექსცენტრიულ ხასიათს - უნიკალური ფორმებისა და გამორჩეული ნაკეთობების მეშვეობით ბრენდი მომხმარებელს თვითგამოხატვის თავისუფლებას სთავაზობს.

ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ინოვაცია, ისტორიის გადმოცემა და საიუველირო ინდუსტრიის მუდმივი განვითარება. კომპანიის ზრდასთან ერთად, ვეძებთ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია საიუველირო სფეროთი და სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს ბრენდის განვითარებაში.

დასაქმება: ნახევარ განაკვეთზე

ძირითადი მოვალეობები:

  • ფოტოების დამუშავება
  • საიტისთვის ვიზუალური მასალის მომზადება
  • ინსტაგრამ გვერდისთვის დიზაინების შექმნა
  • ნიუსლეთერის ვიზუალური გაფორმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა
  • Adobe Photoshop
  • Adobe Illustrator

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

  • კვირაში 3 სამუშაო დღე
  • სამუშაო საათები: 12:00 - 19:00
  • სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი