ჯუნიორ არქიტექტორი
შპს "ას ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ არქიტექტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: შეთანხმებით
პოზიციის ზოგადი პროფილი:
ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ ჯუნიორ არქიტექტორს, რომელიც ჩაერთვება მიმდინარე არქიტექტურულ და სამშენებლო პროექტებში, მონაწილეობას მიიღებს სამუშაო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში და ითანამშრომლებს პროექტის სხვადასხვა გუნდთან.
პოზიცია კარგი შესაძლებლობაა დამწყები არქიტექტორისთვის, რომელსაც სურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება და პროფესიული განვითარება არქიტექტურის და მშენებლობის მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
- არქიტექტურული და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- სამუშაო და ტექნიკური ნახაზების მომზადება, დამუშავება და კორექტირება;
- 2D და 3D მოდელების შექმნა და რედაქტირება;
- დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად დიზაინისა და ტექნიკური ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა;
- პროექტისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მომზადება, საჭირო მასალების ტექნიკური მახასიათებლების, სპეციფიკაციებისა და სერტიფიკატების მოძიება;
- სამშენებლო, საპროექტო და სხვა შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობა;
- საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგში მონაწილეობა;
- დამკვეთსა და ქვეკონტრაქტორებს შორის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ კომუნიკაციაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი არქიტექტურის მიმართულებით;
- არქიტექტურული და სამშენებლო ნახაზების წაკითხვის საბაზისო ცოდნა;
- ArchiCAD-ის და AutoCAD-ის ცოდნა- აუცილებელია;
- სასურველია SketchUp-ის, Revit-ის და Adobe Photoshop-ის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა- მინიმუმ B2 დონე;
- შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
საჭირო უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
- არქიტექტურისა და მშემენბლობის მიმართულებით განვითარების ინტერესი.
კომპანიის შეთავაზება:
- მასშტაბურ და მაღალი სტანდარტის პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- პრაქტიკული გამოცდილების მიღებას არქიტექტურისა და მშენებლობის მიმართულებით;
- გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას;
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
- პროფესიულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 8 ოქტომბერი 2026.