ივენთ ორგანიზატორი
საძველე - მულტიფუნქციური ღვინის ჰაბი.
ვეძებთ ივენთ ორგანიზატორს ჩვენს გუნდში.
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ღონისძიებების დაგეგმვა და მათი წარმატებით განხორციელება, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
ჩვენ ვართ მრავალფუნქციური ღვინის სივრცე, რომელიც აერთიანებს ღვინის ბარს, ღონისძიებების დარბაზს და სხვადასხვა ტიპის გამოცდილებას სტუმრებისთვის. ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან ივენთ ორგანიზატორს, რომელიც ჩვენს სივრცეში კერძო და კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვასა და მართვაზე იზრუნებს.
ძირითადი მოვალეობები:
- ღონისძიებების დაგეგმვა და სრული კოორდინაცია;
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია;
- ივენთების გაყიდვა და დაჯავშნების მართვა;
- შეთავაზებებისა და ბიუჯეტების მომზადება;
- ღონისძიების მიმდინარეობის კონტროლი და სხვადასხვა გუნდის კოორდინაცია;
- ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- MS Office-ის საბაზისო ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი შედეგების მიხედვით);
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.