იურისტი- ანაკლია
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
- კონკურენტულ სამუშაო პირობებს
ვაკანსიის დასახელება: იურისტი
სამუშაო ადგილი: ანაკლია
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია სამშენებლო სექტორში გამოცდილება;
- საქართველოს კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა — მინიმუმ B2 დონე;
- MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
მოვალეობები:
- სამშენებლო და კომერციული ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი ანალიზი;
- ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების სამართლებრივი შემოწმება;
- კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
- სამართლებრივ კონსულტაციების გაწევა კომპანიის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისთვის კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების კვლევა და ანალიზი;
- სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან, პარტნიორებთან, ნოტარიუსებთან, საჯარო რეესტრსა და სხვა დაწესებულებებთან ურთიერთობა;
- მოქმედი კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და მარეგულირებელი ცვლილებების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციასა და რეკომენდაციების მომზადება;
- იურიდიული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივის წარმოება;
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი