იურისტი — Award

Award — ლოგო
Award

იურისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Award" არის წამყვანი სამშენებლო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2011 წელს და თავისი რევოლუციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებაში და წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

"AWARD" ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს და ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტებისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00

ანაზღაურება: ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოებში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • სარჩელების, შესაგებლების, საჩივრების, შუამდგომლობებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება;
  • ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებების, სამართლებრივი დასკვნებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა, ანალიზი და სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული რეკომენდაციების მომზადება;
  • კომპანიის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • სასამართლო პრაქტიკისა და საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათი კომპანიის საქმიანობაში დანერგვა;
  • კომპანიის შიდა სამართლებრივი პროცესების გაუმჯობესება და იურიდიული კონსულტაციების გაწევა სხვადასხვა დეპარტამენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • აუცილებელია სასამართლო დავების მიმართულებით მუშაობისა და სასამართლოში წარმომადგენლობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • ადვოკატის საერთო/სამოქალაქო
  • იურისტად მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული, შრომითი და საპროცესო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა;
  • იურიდიული დოკუმენტების დამოუკიდებლად შედგენისა და ანალიზის მაღალი უნარი;
  • კომპლექსური სამართლებრივი საკითხების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "Award"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება 2 წლის ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.