იურისტი — HORIZONS GROUP

HORIZONS GROUP — ლოგო
HORIZONS GROUP

იურისტი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

LTD HORIZOORIZONS GROUP აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე

მუდმივი სამუშაო ადგილი: ბათუმი

სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება)

ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

მოვალეობები:

  • კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე, სხვა მესამე პირებთან ურთიერთობის დროს;
  • კომპანიისა და მისი პარტნიორების სამართლებრივი მხარდაჭერა, სამართლებრივი შეფასების, ანალიზისა და დასკვნის წარდგენა (მათ შორის დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის მიზანშეწონილობის თაობაზე და სხვა), მხარეებთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა;
  • წარმოშობილ დავებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მათი უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის (ადმინისტრაციული/სასამართლო ორგანოებისათვის და მხარისთვის) წარდგენა;
  • კომპანიის შიდასამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების (შეთანხმებების) პროექტების მომზადება და მათი კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან და კომპანიის სხვა შიდა მმართველობით/განკარგულებით დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • კომპანიის სტუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირების მიერ მომაზადებული კორესპონდენციის სამართლებრივი ექსპერტიზა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაცემა;
  • შემოსული კორესპოდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება, საჭიროების შესაბამისად დასაბუთებული წერილების მომზადება;
  • მოთხოვნის შემთხვევში პარტნიორთა კრებაზე დასწრება და განსახილველ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
  • კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების/შეთანხმებების/მემორანდუმების, სასამართლო საქმის მასალების რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრების წარმოება;
  • მარეგისტრირებელ ორგანოში კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების და ცვლილების მუდმივი მონიტორინგი, მათი ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის და სტრუქტურული ერთეულებისათვის;
  • შესრულება ყველა სხვა პროფესიული დავალებისა, რომლებიც აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად განსახორციელებლად;

პროფესიული მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული
  • პუნქტუალურობა;