იურისტი — ჯი3 ქონსთრაქშენ

ჯი3 ქონსთრაქშენ — ლოგო
ჯი3 ქონსთრაქშენ

იურისტი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს ჯი3 ქონსთრაქშენი ლოჯისტიკური კომპანია, მრავალწლიანი გამოცდილებით, ეძებს იურისტს გუნდში

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური იურიდიული საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი ანალიზი, შეთანხმება და რევიზია (სამოქალაქო, კომერციული, მომსახურების, ნასყიდობის, იჯარის და სხვა ტიპის ხელშეკრულებები);
  • კომპანიის ინტერესების წარმოდგენა სახელმწიფო ორგანოებთან, ადმინისტრაციულ უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებთან;
  • სასამართლო და სააღსრულებო წარმოებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების შედგენა;
  • სამართლებრივი დასკვნებისა და კონსულტაციების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლებისთვის;
  • მოქმედი კანონმდებლობის მონიტორინგი და კომპანიის საქმიანობაზე მისი გავლენის შეფასება;
  • კომპანიის შრომითსამართლებრივ საკითხებზე მუშაობა
  • კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება და სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის ნებართვების, ლიცენზიებისა და მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის სამართლებრივი მხარდაჭერა.

კვალიფიკაცია და უნარები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა სასურველია
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ძლიერი კომუნიკაციის და ორგანიზების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პირობები:

სამუშაო დრო: 10:00-18:30 (ორშაბათი-პარასკევი)

სამუშაო ადგილი: თბილისი, გივი კარტოზიას ქ. N8