იურისტი
„ახალი ნათება“ არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.newlight.ge
კომპანია ,,ახალი ნათება’’ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისი.
მისამართი: ქ.თბილისი,აღმაშენებლის ხეივანი 199
ანაზღაურება: ანაზღაურება საწყის ეტაპზე 1500 ლარი, ზრდის პერსპექტივით.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
სამუშაო საათები: დღეში 8 საათი, 10:00-19:00 სთ შუალედეში 1 საათიანი შესვენებით.
დამატებით გთავაზობთ:
- კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას
- შესვენებაზე კვებით უზრუნველყოფას
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
- ზრდისა და განვითარების პერსპექტივას
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხებზე მუშაობა;
- ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და სამართლებრივი შეფასება;
- სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის;
- კომპანიის ინტერესების წარმოდგენა სხვადასხვა დაწესებულებებში;
- საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სამოქალაქო, ადმინისტრაციული და შრომითი სამართლის კარგი ცოდნა;
- სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და კომუნიკაციის უნარი.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა