იურისტი — ჯი3 ქონსთრაქშენი

ჯი3 ქონსთრაქშენი — ლოგო
ჯი3 ქონსთრაქშენი

იურისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ჯი3 ქონსთრაქშენი ლოჯისტიკური კომპანია", მრავალწლიანი გამოცდილებით, ეძებს იურისტს გუნდში.

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური იურიდიული საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი ანალიზი, შეთანხმება და რევიზია (სამოქალაქო, კომერციული, მომსახურების, ნასყიდობის, იჯარის და სხვა ტიპის ხელშეკრულებები);
  • კომპანიის ინტერესების წარმოდგენა სახელმწიფო ორგანოებთან, ადმინისტრაციულ უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებთან;
  • სასამართლო და სააღსრულებო წარმოებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების შედგენა;
  • სამართლებრივი დასკვნებისა და კონსულტაციების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლებისთვის;
  • მოქმედი კანონმდებლობის მონიტორინგი და კომპანიის საქმიანობაზე მისი გავლენის შეფასება;
  • კომპანიის შრომითსამართლებრივ საკითხებზე მუშაობა;
  • კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება და სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის ნებართვების, ლიცენზიებისა და მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის სამართლებრივი მხარდაჭერა.

კვალიფიკაცია და უნარები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა სასურველია;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ძლიერი კომუნიკაციის და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

  • სამუშაო დრო: 10:00-18:30 (ორშაბათი-პარასკევი);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, გივი კარტოზიას ქ. N8.