იურისტ-ადმინისტრატორი- რუსთავი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდაფი", რომელიც წარმოდგენილია თბილისსა და საქართველოს 3 რეგიონში, აქტიურად აგრძელებს განვითარებას და მიკროსაფონანსო სექტორში სანდო და ინოვაციური კომპანიის სახელის დამკვიდრებას.
ლენდაფის მთავარი მიზანი სწრაფი და ინოვაციური სასესხო პროდუქტების შეთავაზებით, მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობების მხარდაჭერა და განვითარებაა. ამასთანავე ორგანიზაციის მთავარი ღირებულება კომპანიაში არსებული ჯანსაღი, სასიამოვნო, თანამშრომლის პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოა.
სამუშაო ადგილი: რუსთავი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
უნარები:
- ლოგიკური აზროვნება
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
- ანალიტიკური აზროვნება
- კრიტიკული აზროვნება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- საკითხის სწრაფად ათვისების უნარი
- ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება (ადმინისტრატორის მიმართულებით) ჩაითვლება უპირატესობად
მოთხოვნები:
- იურიდიული განათლება ბაკალავრის ხარისხი
- Microsoft Office-MS EXCEL -ის ცოდნა
- სამოქალაქო, სამართლის ცოდნა
სამუშაოს აღწერა:
- ხელშეკრულებების მომზადება, პროგრამული რეგისტრაცია
- სერვის ცენტრში წარმოშობილი საკითხების სამართლებრივი ანალიზი და მათი გადაწყვეტა;
- სერვის ცენტრში არსებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- სერვის ცენტრისთვის განკუთვნილი კორესპონდეციის გაგზავნა მიღება;
- ორგანიზაციის კლიენტებთან კონტაქტი, მომსახურების გაწევა;
- ორგანიზაციაში დადგენილი და განსაზღვრული იურისტ-ადმინისტრატორის სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება;
ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.