იურისტ-ადმინისტრატორი- ბათუმი
სამშენებლო და დეველოპერული კომპანია "გუმბათი" აცხადებს ვაკანსიას იურისტ-ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქ. N1ბ;
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი - 10:00-19:00 სთ;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500-3500ლ.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- პროფესიული საქმიანობის გამოცდილება (სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი/ზეპირი);
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 4 სექტემბერი.
პერსონალური ინფორმაციის შენახვა მოხდება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
"გუმბათი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!