IT ტექნიკოსი — Solutech

Solutech

IT ტექნიკოსი

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "სოლუტექი" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის პოზიციაზე.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

  • დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე:
  • IT ინჟინერი/ტექნიკოსი: 1600-1800 ლარი (ხელზე ასაღები)
  • გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხელფასი შეთანხმებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არა ნაკლებ 1 წლიანი გამოცდილება ქვემოთ მომცემ მიმართულებებზე (დამატებითი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კაბელირება (ქსელის კაბელი, ოპტიკური კაბელი, სახანძრო სიგნალიზაციის კაბელი, დენის და გახმოვანების კაბელი)
  • ქსელური ინფრასტრუქტურა (რეკის აწყობა, აპარატურის მონტაჟი, ქსელის გამართვა ფიზიკურ დონეზე)
  • ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები (აპარატურის მონტაჟი, კონფიგურაცია და გამართვა)
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი

სამუშაო ადგილი: თბილისი, პროექტის და დავალების მიხედვით (საქართველოს ტერიტორია)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 (1 საათი შესვენება)