IT ტექნიკოსი — ITConnect

ITConnect — ლოგო
ITConnect

IT ტექნიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ITConnect" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის თანამდებობაზე.

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)

მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:

  • ქსელის კაბელების გაყვანა, დიაგნოსტიკა და აღდგენა; Rack-ის მოწყობა, ქსელური მოწყობილობების ინსტალაცია და Patch Panel-ზე კაბელების ორგანიზება;
  • კომპიუტერული და ქსელური ტექნიკის დისტრიბუცია, მონტაჟი და ტექნიკური გამართვა;
  • ქსელური მოწყობილობების (Router, Switch, Firewall) კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • სერვერული ოთახების მოწესრიგებისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • ინტერნეტ-პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაცია და კომუნიკაცია;
  • მონიტორინგის სენსორების, ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
  • საკონფერენციო სივრცეების აუდიო/ვიდეო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • მომხმარებლების ობიექტებზე პერიოდული ვიზიტები ტექნიკური მხარდაჭერისა და საჭირო სამუშაოების შესრულების მიზნით, შესაბამისი რეპორტინგით;
  • Helpdesk სისტემაში მომხმარებლების ტექნიკური საკითხების რეგისტრაცია, თიქეტების დამუშავება და შესრულების მონიტორინგი;
  • კრიტიკულ ტექნიკურ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება და პრობლემების დროული აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება IT, ქსელური ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით;
  • IT ტექნიკოსის, ქსელის ადმინისტრატორის ან ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ქსელური ინფრასტრუქტურის, კაბელირების, Rack-ის, Patch Panel-ისა და ქსელური მოწყობილობების პრაქტიკული ცოდნა;
  • Router, Switch და Firewall მოწყობილობების კონფიგურაციისა და დიაგნოსტიკის ცოდნა;
  • ვიდეომეთვალყურეობისა და აუდიო/ვიდეო სისტემების ინსტალაციისა და ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების, დიაგნოსტიკისა და დამოუკიდებლად აღმოფხვრის უნარი;
  • Helpdesk სისტემებთან მუშაობისა და ტექნიკური საკითხების დოკუმენტირების გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ოპერატიულობა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.