IT სპეციალისტი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შტაბი"
თანამდებობა: თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სპეციალისტი
დაქვემდებარება:
- უშუალო ხელმძღვანელი: დირექტორის მოადგილე - შტაბის უფროსი
- პირდაპირი ხელმძღვანელი: ლიცეუმის დირექტორი
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
- ლიცეუმის კავშირგაბმულობის შიდა ქსელების მოწყობა და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
- საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ID სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
- სატელეფონო და სათვალთვალო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
- კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკური და პროგრამული გამართულობის განახლება
- შიდა ქსელის შექმნა და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
- კოლეგების დახმარება კომპიუტერთან მუშაობისას
ვალდებულია:
- პრობლემებისა და გაუმართაობის შემთხვევაში აცნობოს მის ზემდგომსა და ლიცეუმის დირექციას
- დაიცვას უსაფრთხოების წესები
დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:
ლიცეუმის დირექტორის გადაწყვეტილებით შეასრულოს ზემოთ აღნიშნული ფუნქცია-მოვალეობები როგორც ლიცეუმის შტაბში და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში, ასევე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში.
თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
- ხარისხი (სავალდებულო): ბაკალავრის ხარისხი
- ხარისხი (სასურველი): მაგისტრის ხარისხი
- ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
- კომპიუტერული მეცნიერებები
გამოცდილება:
- შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება
- მინიმუმ 1 წელი IT სფეროში, ქსელური ინფრასტრუქტურის მონტაჟისა და კონფიგურაციის მიმართულებით
ცოდნა:
- LAN/WAN ქსელების დაგეგმვა და მართვა
- VLAN, VPN ტექნოლოგიების კონფიგურაცია
- Wireless ქსელების მართვა (Wi-Fi 6, Enterprise)
- ვიდეო-სათვალთვალო სისტემებთან მუშაობა
- გახმოვანების სისტემების მართვა
- ინტერაქტიული დაფები და პროექტორები
- დისტანციური სწავლების პლატფორმები
- ციფრული ბიბლიოთეკები და ლაბორატორიები
- ვიდეოკონფერენცია (Zoom, Teams, WebEx)
- Backup და Disaster Recovery გადაწყვეტები
- საფრთხეების შეფასება და რისკების მართვა
- უსაფრთხოების მონიტორინგი
- ფიშინგისა და მალვარის წინააღმდეგ ბრძოლა
- Backup-ის უსაფრთხოება და აღდგენა
- IT პროექტების განხორციელება
- ინციდენტების დოკუმენტირება
კომპეტენციები:
ხედვა/სტრატეგიული აზროვნება:
- ანალიტიკურად აზროვნების უნარი
- ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი
- ინოვაციების დანერგვის უნარი
დაგეგმვა და ორგანიზება:
- დროის მართვის უნარი
- რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე პარალელურად მუშაობის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- ხარისხზე ორიენტაცია
პრობლემების გადაჭრა და სიღრმისეული ანალიზი:
- პრობლემის განსაზღვრის, ანალიზისა და დროულად გადაწყვეტის უნარი
- ალტერნატიულ გეგმებზე მუშაობის უნარი
კომუნიკაცია:
- კომუნიკაბელურობა
- გამართულად წერის უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა)
სხვა უნარები:
- უცხო ენის ცოდნა - ინგლისური ენა (სასურველია, ტექნიკური ტერმინოლოგია)
- კომპიუტერული პროგრამები:
- Microsoft Office Suite (Word, Excel, PowerPoint, Outlook)
- Windows (10/11, Server 2016/2019/2022)
- Linux (Ubuntu, CentOS, RHEL)
- Mobile Device Management (MDM) Android/iOS
- Database Backup და Recovery
ხელფასი: 2122 ლარი