IT მხარდაჭერის სპეციალისტი
სს "ნეო ქართული ჯგუფი" ეძებს IT Support Specialist-ს, რომელიც ჩაერთვება ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში და უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის ტექნიკურ მხარდაჭერას, სამუშაო სადგურების მართვასა და IT სისტემების გამართულ ფუნქციონირებას.
პოზიცია მოიცავს როგორც IT გარემოს საწყის ეტაპზე მოწყობას, ასევე ყოველდღიური ოპერაციების მხარდაჭერას.
ძირითადი მოვალეობები:
- IT გარემოს მოწყობა
- სამუშაო სადგურების (PC/Laptop, Printer/Scanner) მომზადება და კონფიგურაცია.
- ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია.
- თანამშრომლების სამუშაო ადგილების ტექნიკური მომზადება.
- ტექნიკური მხარდაჭერა
- თანამშრომლების ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და გადაწყვეტა.
- IT ინციდენტებისა და მოთხოვნების მართვა.
- IT Service Desk Jira სისტემაში ინციდენტების რეგისტრაცია.
- ორგანიზაციაში დანერგილ სხვადასხვა აპლიკაციებსა და სამომხმარებლო მოწყობილობებზე პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურული კომპონენტების ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება.
- სამომხმარებლო სისტემების განახლება და ლოკალური მოწყობილობების სარეზერვო ასლების მართვა.
- მომხმარებლების და წვდომების მართვა
- ორგანიზაციის შიდა პოლიტიკებისა და პროცესების შესაბამისად, მომხმარებლების ანგარიშების გახსნა/დახურვა.
- მომხმარებლების შესაბამის ორგანიზაციულ ჯგუფებში განთავსება.
- მომხმარებელთა წვდომების მართვა და შიდა აპლიკაციებში უფლებების მინიჭება/კონფიგურაცია.
- კომპანიის შიდა სისტემებზე წვდომების მინიჭება.
- პაროლების აღდგენა და უსაფრთხოების პოლიტიკების დაცვა.
- ქსელის მხარდაჭერა
- ოფისის ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობა (საჭიროების შემთხვევაში დაკაბელება).
- VPN წვდომის მხარდაჭერა (VPN კლიენტების ინსტალაცია და შესაბამის AD ჯგუფებში გაწევრიანება).
- ქსელური მოწყობილობების საბაზისო მონიტორინგი.
- IT აქტივების მართვა
- კომპიუტერული ტექნიკის ინვენტარიზაცია.
- IT აქტივების აღრიცხვა და კონტროლი.
- მოწყობილობების თანამშრომლებზე გადაცემა და აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან დაკავშირებულ სფეროში.
- IT მხარდაჭერის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
- Windows და Mac ოპერაციული სისტემების ცოდნა.
- Active Directory-საბაზისო გამოცდილება (ჯგუფების შექმნა, პაროლების აღდგენა).
აუცილებელი უნარები:
- პრობლემების ანალიზისა და სწრაფი გადაწყვეტის უნარი.
- ტექნიკური დეტალებისადმი ყურადღება.
- კომუნიკაციის მაღალი უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
- გუნდური მუშაობის უნარი.
სახელფასო რეინჯი: 2000-2500 ლ (ხელზე ასაღები)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 10 - 18:30