IT მხარდაჭერის სპეციალისტი — ITConnect

ITConnect — ლოგო
ITConnect

IT მხარდაჭერის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ITConnect" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)

მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:

  • ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების კონფიგურაცია, მონიტორინგი და დიაგნოსტირება;
  • საოფისე პროგრამების, ელექტრონული ფოსტის, პრინტერებისა და სკანერების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
  • სასტუმროს პროგრამების (Opera, Micros, Simphony, MC) მხარდაჭერა, HRS-თან კომუნიკაცია და თიქეთების მართვა;
  • მომხმარებლების ობიექტებზე პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტების განხორციელება;
  • სატელეფონო სადგურებისა და აპარატების კონფიგურაცია და დიაგნოსტირება;
  • საკონფერენციო ოთახების აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტექნიკის შერჩევა, აწყობა და გამართვა;
  • Helpdesk სისტემაში ინციდენტების რეგისტრაცია და თიქეთებზე დროული რეაგირება;
  • მონიტორინგის სისტემის მართვა, მოწყობილობებისა და სენსორების კონფიგურაცია;
  • Dashboard-ებისა და Alert-ების ადმინისტრირება;
  • სერვერებისა და ფაილ-სანახების Offline ბექაფების აღება, აღდგენა და მონიტორინგი;
  • ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები, Firewall-ები) კონფიგურაცია და ქსელის ოპტიმიზაცია;
  • ინტერნეტ-პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაცია;
  • სისტემის ლოგების შემოწმება, ანალიზი და პრობლემებზე დროული რეაგირება;
  • საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე კაბელის გაყვანა და ტექნიკის მონტაჟი;
  • კრიტიკულ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით;
  • კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელური მოწყობილობების კარგი ცოდნა;
  • Helpdesk და მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ვიდეოკამერებისა და IT ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის/დიაგნოსტირების ცოდნა;
  • ქსელური მოწყობილობების (Router, Switch, Firewall) კონფიგურაციის ცოდნა;
  • ბექაფებისა და სისტემური ლოგების მართვის გამოცდილება;
  • ტექნიკური პრობლემების სწრაფად დიაგნოსტირებისა და ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
  • პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაციის გამოცდილება.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

  • თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
  • ასევე ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
  • პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
  • პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთ) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).