IT ბიზნეს ანალიტიკოსი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.
ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.
თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს ვაკანსიას IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გამრეკელის N19
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ძირითადი მოვალეობები:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტსა და კომპანიის ტოპ-მენეჯმენტს, ასევე სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებს შორის ურთიერთკავშირის დამყარება
- კომპანიის სტრატეგიული ბიზნეს საჭიროებების და ზრდის გეგმების გააზრება და ანალიზი
- კომპანიის ვებ-საიტის მიმართულების მართვა-განვითარება
- IT პროდუქტებისა და სერვისების ხარისხის ამაღლება
- არსებული ტექნიკური სისტემებისა და ბიზნეს მოდელების ანალიზი
- IT მონაცემების გამოყენება ბიზნეს ანალიტიკისთვის
- ტექნიკური დავალების ჩამოყალიბება და მისი შესრულების კონტროლი
- დეველოპმენტის პროცესის ზედამხედველობა და ვადების კონტროლი
- ახალი ბიზნეს ტექნოლოგიების მოძიება და დანერგვა
- პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის შესახებ ანგარიშების წარმოება
- მონაცემთა ანალიზი სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად
- პროექტების შუალედური შედეგების ანგარიშის წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან
- სისტემებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების კოორდინაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება კომპიუტერული ინჟინერიის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში
- ანალიტიკოსის პოზიციაზე ან ტექნოლოგიების სფეროში 3 წლიანი გამოცდილება
- მსგავს პოზიციაზე მინ. 2 წლიანი გამოცდილება
- SQL უნარები ; MySQL ცოდნა
- WEB ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება
- API სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
- AMAZON AWS- თან მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენების ცოდნა, რუსული ენის ცოდნა (სასურველია)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტური მართვა
- ანალიტიკური აზროვნება
- კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
- პრობლემების სწრაფად და ოპტიმალურად გადაჭრის უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.