ირიგაციის მენეჯერის ასისტენტი
კომპანია "თბილისი ჰილს გოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ირიგაციის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი" ერთ-ერთი ინოვაციური და უდიდესი დეველოპერული პროექტია საქართველოში, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზეა განლაგებული და აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსს, რომელიც მოიცავს 18-ფოსოიან საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანსა და ახალი ევროპული სტილის დასახლებას.
"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის" კომპლექსი 2022 წლის გოლფის ტოპ 100-ში დასახელდა, ასევე, არის FIABCI-Georgia Prixd` Excellence 2022-ის გამარჯვებული ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტის კატეგორიაში.
კომპანიამ 2023 წლიდან განავითარა ახალი ბიზნეს მიმართულება და კლიენტებს სთავაზობს გამწვანებასთან დაკავშირებული სერვისების სრულ პაკეტს, რაც მოიცავს: ლანდშაფტის არქიტექტურას, ავტომატიზირებული სარწყავი სისტემის პროექტირებასა და მონტაჟს, ლანდშაფტის დიზაინის იმპლემენტაციასა და გაზონის მოვლის რეგულარულ მომსახურებას.
პოზიციის მოკლე აღწერა
ირიგაციის მენეჯერის ასისტენტი პასუხისმგებელია გოლფის მოედნის სარწყავი სისტემის ოპერირებაში, მოვლაში, შეკეთებასა და ოპტიმიზაციაში დახმარებაზე, რათა მუდმივად იყოს შენარჩუნებული ბალახის საფარის უმაღლესი ხარისხი და გოლფის თამაშისთვის შესაბამისი პირობები. აღნიშნული პოზიციაზე დასაქმებული მჭიდროდ თანამშრომლობს ირიგაციის მენეჯერთან, მებაღეების ხელმძღვანელთან (Head Greenkeeper) და მოედნის მოვლის გუნდთან, რათა შენარჩუნდეს ჯანსაღი ბალახის საფარი და სარწყავი სისტემის ეფექტური მუშაობა.
ძირითადი მოვალეობები:
- გოლფის მოედნის სარწყავი სისტემის ყოველდღიური ოპერირება და მონიტორინგი;
- მილების, სარქველების, ტუმბოების, საირიგაციო ელექტროგაყვანილობისა და სპრინკლერების შემოწმება, ტექნიკური მომსახურება და შეკეთება;
- სარწყავი სისტემის გაუმართაობების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- წყლის თანაბარი განაწილებისა და სისტემის ეფექტურობის უზრუნველყოფა;
- შესრულებული სამუშაოებისა და ტექნიკური მომსახურების ჩანაწერების წარმოება.
ბალახის საფარისა და წყლის რესურსების მართვა
- გოლფის მოედნის სხვადასხვა ზონის რეგულარული ინსპექტირება;
- ნიადაგისა და ტურფის ტენიანობის კონტროლი შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით;
- სარწყავი რეჟიმების კორექტირება ამინდის პირობებისა და ტურფის საჭიროებების გათვალისწინებით;
- ზედმეტი მორწყვის, გვალვის ან დრენაჟის პრობლემების მქონე უბნების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
გუნდის მხარდაჭერა და კოორდინაცია
- სარწყავი სისტემების მომსახურე პერსონალის საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა;
- სამუშაო პროცესების ეფექტურად და უსაფრთხოდ წარმართვის ხელშეწყობა;
- პროფესიული სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა.
დამატებითი მოვალეობები:
- გოლფის მოედნის მოვლის სხვადასხვა სამუშაოში მონაწილეობა;
- სპეციალური პროექტებისა და ტურნირებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მხარდაჭერა;
- საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება ირიგაციის სისტემების, ლანდშაფტის მოვლის ან ბალახის საფარის მოვლის/ მართვის სფეროში;
- სარწყავი სისტემების მოწყობილობებისა და მათი შეკეთების პრაქტიკული ცოდნა;
- ბალახის საფარის მოვლისა და წყლის სისტემის მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ბონუსებისა და ზეგანაკვეთური ანაზღაურების სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივ დაფინანსებას;
- გოლფის უფასო გაკვეთილებს;
- გოლფის მოედნით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობას;
- ტრანსპორტირებას მეტროს სადგურიდან (ისანი) გოლფის მოედნამდე და უკან;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
სამუშაო გრაფიკი:
პოზიცია მოითხოვს მოქნილ სამუშაო განრიგს, რაც შეიძლება მოიცავდეს დილის საათებს, შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და ზეგანაკვეთურ სამუშაოს, საოპერაციო საჭიროებების შესაბამისად.
შემდგომ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.