ინჟინრის დამხმარე — მედიქალ ვორლდი

მედიქალ ვორლდი

ინჟინრის დამხმარე

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa&Wellness" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი "მედ 11", რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის დამხმარის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის N3

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00);

ანაზღაურება: 1200 ლარიდან, გამოცდილებით მიხედვით.

სამუშაოს აღწერა:

  • სამედიცინო მოწყობილობების მიწოდება, მონტაჟი და პროგრამულად გამართვა;
  • აპარატურის დაშლა, აწყობა და დიაგნოსტირებაში მონაწილეობის მიღება;
  • ახალი მოწყობილობის შემთხვევაში, მოწოდებული სახელმძღვანელოს გაცნობა და სამუშაო პროცესში გამოყენება;
  • არსებული პროგრამული და ტექნიკური საშუალებების შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება.
  • ტექნოლოგიური ხასიათის ხარვეზებზე დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
  • საქართველოს მასშტაბით ხანმოკლე მივლინებები სამსახურის მანქანით;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია სამედიცინო აპარატურის ან ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით);
  • ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B1 დონე);
  • კომპიუტერული ნაწილებისა და ოპერატიული სისტემების ცოდნა;
  • სასურველია კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობისას დამხმარე პროგრამების გამოყენების ცოდნა;
  • ავტომანქანის მართვის B კატეგორიის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • ახალი ტექნოლოგიების გარჩევისა და ათვისების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად/გუნდურად მუშაობის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
  • მნიშვნელოვანი ფასდაკლება ლაბორატორიულ სრულ სერვისზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).