ინჟინერი/პროექტის მენეჯერი — ვიკონ გრუპი

ვიკონ გრუპი — ლოგო
ვიკონ გრუპი

ინჟინერი/პროექტის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"VIKON Group" არის ერთ ერთი წამყვანი სამშენებლო და საპროექტო კომპანია.

ვაკანსია: ინჟინერი/ტექნიკური მენეჯერი

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

შესვენება: 13:00- 14:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სამშენებლო, არქიტექტურა);
  • გამოცდილება სამშენებლო სექტორში;
  • სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა; ფორმა #2-ის მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad).

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო პროცესების ორგანიზება/კოორდინირება და მონიტორინგი;
  • სამშენებლო პროცესების ინჟინრული ზედამხედველობა და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • კონსტრუქციული გადაწყვეტილების დაგეგმვა და სიზუსტის უზრუნველყოფა პროექტის ეტაპებზე;
  • პროექტის რესურსების დაგეგმვა და ეფექტური განაწილება;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი;
  • ობიექტზე მოკლე მივლინებები, შესრულებული სამუშაოს გადასამოწმებლად და დასაგეგმად;
  • პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) წარმომადგენლებთან;
  • პროექტების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა და პერიოდული განახლება;
  • მუშაობის პროცესში რეკომენდაციების წარდგენა;
  • ტექნიკური ხელმძღვანელობა და საკონსულტაციო მხარდაჭერა;
  • შესაბამისი ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტებიდან პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარები:

  • ძლიერი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები;
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მიზანდასახული და შედეგის ეფექტურ მიღწევაზე ორიენტირებული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში გადაწყვეტილებების მიღების უნარი.