ინჟინერი- ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი — ართვინ ჯორჯია

ართვინ ჯორჯია

ინჟინერი- ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ართვინ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას: ინჟინერი სამშენებლო კომპანიაში

ძირითადი მოვალეობები:

  • მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • პროექტებში არსებული ტექნიკური საკითხების გადამოწმება, სპეციფიკაციის შედგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
  • არსებული ტექნიკური პრობლემური საკითხების ოპტიმალურად გაუმჯობესების სპეციფიკაციის მომზადება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
  • პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება, განხილვა საპროექტო გუნდთან და პროექტის მენეჯერთან ერთად;
  • პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი;
  • სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების აღრიცხვიანობა, კონტროლი;
  • ობიექტის სამუშაოთა პროგრესის შესახებ ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
  • სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების მონიტორინგი და რეპორტინგი.
  • სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მიმდინარე დანახარჯებთან შედარება;
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტთან;
  • უსაფრთხოების ნორმების ცოდნა და დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მშენებელ ინჟინრის განხრით)
  • სამუშაო გამოცდილება სამშენებლო კომპანიაში, მსგავს პოზიციაზე;
  • ნახაზის წაკითხვის, პროპორციულობისა და პროდუქტის მარკიანობის ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება თურქული ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობიანი;
  • დისციპლინირებული;
  • პუნქტუალური;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო განრიგი: სრული

ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად

ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა

კადრების მოძიება მიმდინარეობს შემდეგი ლოკაციებისთვის: ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი