ინჟინერ-ტექნიკოსი- თბილისი, რეგიონები — მაგთიკომი

მაგთიკომი — ლოგო
მაგთიკომი

ინჟინერ-ტექნიკოსი- თბილისი, რეგიონები

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: (თბილისი, რუსთავი, მცხეთა, ბათუმი, ქობულეთი, ქედა, ბოლნისი, ზესტაფონი).

ვაკანსიაზე შეუძლიათ მოგვმართონ როგორც გამოცდილმა, ისე დამწყებმა სპეციალისტებმა.

კომპანია თავად უზრუნველყოფს პოზიციის შესაბამისი სწავლების კურსს.

ხელზე ასაღები ფიქსირებული ხელფასი, გამომუშავებული ბონუსის ჩათვლით, თვეში საშუალოდ 2000-2500 ლარი.

მოთხოვნები:

  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა. სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა;
  • ქსელის მონტაჟისა და ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის ცოდნა;
  • უკაბელო ქსელის (WI-FI) კონფიგურაცია და ინსტალაცია.

სასურველია:

  • ტექნიკური განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.