ინჟინერ-კონსტრუქტორი- თბილისი, გარდაბანი
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ -კონსტრუქტორის პოზიციაზე ორ ლოკაციაზე.
არსებითი პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი
- სამუშაოს გრაფიკი: 08:00-17:00 სთ, შესვენება 1 საათი (12 სთ-დან 13 სთ-მდე)
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
- სამუშაოს გრაფიკი: 09:30-18:30 სთ, შესვენება 1 საათი (13 სთ-დან 14 სთ-მდე)
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass. თბილისიდან მოგემსახურებათ ტრანსპორტი.
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკური დავალების მიხედვით პროექტის ტექნიკური ნაწილის ანალიზი;
- საჭირო ნახაზების პროექტირება AUTOCAD პროგრამით (ЕСКД- ერთიანი საკონსტრუქტორო სტანდარტებით);
- პროექტით განსაზღვრული ლითონის ნაკეთობის მექანიკური დამუშავება ნახაზების მიხედვით: შედუღება, პლაზმური ჭრა, აირით ჭრა და თერმული დამუშავება;
- პროექტისათვის საჭირო მასალებისა და კომპონენტების შესასყიდი სიის შედგენა;
- პროექტის მიმდინარეობისა და ნაკეთობებს დამუშავების მეთვალყურეობა წარმოების ყველა ეტაპზე;
- უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
ცოდნა და უნარები:
- ნახაზების გაფორმებისას ფუნდამენტური სტანდარტების ცოდნა (ЕСКД- ერთიანი სისტემა საკონსტრუქტორო დოკუმენტაცია);
- ლითონის დამუშავების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- სასურველია ტექნიკური ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
კომპიუტერული პროგრამები:
- MS Office;
- AutoCAD.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.