ინჟინერ-კონსტრუქტორი
საინჟინრო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე (შესაძლებელია განხილულ იქნეს ბოლო კურსის სტუდენტის კანდიდატურა).
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაოს აღწერა: მუშაობა ოფისში; სრული განაკვეთი.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით;
- CatiaV5, SolidWorks, Siemens NX ან Creo Parametric პროგრამის ფლობა;
- ფურცლოვანი ლითონისაგან და პლასტმასისაგან ნაკეთობების დამზადების ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
- განვითარებული აბსტრაქტული და ანალიტიკური აზროვნება;
- სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
მოვალეობები:
- ნაკეთობების ახალი ნიმუშების შემუშავება, სტანდარტული და უნიფიცირებული ნაკეთობების გამოყენებით არსებული პროდუქციის მოდიფიცირება;
- წარმოებისათვის და ექსპლუატაციისათვის მოდელებისა და ნახაზების შემუშავება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 (1 საათი შესვენება) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სტაბილური ხელფასი;
- ოჯახის სამედიცინო დაზღვევა (მეუღლე, შვილები);
- მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის კომპენსაცია;
- ოფისი მდებარეობს მეტროს სადგურიდან ხუთი წუთის სავალზე;
- უქმეები და სადღესასწაულო დღეები - საქართველოში მოქმედი ოფიციალური კალენდრის მიხედვით;
- 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება.