ინჟინერ-ენერგეტიკოსი
პერლიტის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმო აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ენერგეტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოს ელექტროენერგეტიკული სისტემებისა და მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ელექტრომოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
- გეგმური და არაგეგმური სარემონტო სამუშაოების ორგანიზება;
- ელექტროენერგიის მოხმარების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
- ტექნიკური გაუმართაობების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
- უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების დაცვა;
- სხვა პროფესიული მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება ენერგეტიკის ან ელექტროინჟინერიის მიმართულებით;
- საწარმოში ინჟინერ-ენერგეტიკოსად მუშაობის გამოცდილება — აუცილებელი;
- სამთომომპოვებელ მრეწველობაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ელექტრული სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.