ინვენტარიზაციის სპეციალისტი - მობილური ჯგუფი — ჯიბე cash & carry

ჯიბე cash & carry

ინვენტარიზაციის სპეციალისტი - მობილური ჯგუფი

₾1900 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Jibe Cash & Carry აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ინვენტარიზაციის სპეციალისტი - მობილური ჯგუფი.

შენიშვნა: პოზიცია ითვალისწინებს ხშირ მივლინებებს საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 1500₾, პერიოდული ზრდა გამოსაცდელ პერიოდში 1900 ლარამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.
  • პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი.
  • პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი.
  • სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი.
  • სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი.
  • მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.
  • ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით გამოცდილება.
  • აუცილებელია პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა.
  • სასურველია სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს).