ინვენტარიზაციის სპეციალისტი - ბათუმი — ჯიბე ქეშ & ქერი

samushao.ge
ჯიბე ქეშ & ქერი — ლოგო
ჯიბე ქეშ & ქერი

ინვენტარიზაციის სპეციალისტი - ბათუმი

₾1700 ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი- 10:00-16:00
ანაზღაურება: 1600 ლარი
 ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;

  • პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი;

  •  პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;

  •  სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი;

  • სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;

  • მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;

  • ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით
  • პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
  • სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს)



მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ