ინვენტარიზაციის სპეციალისტი
"Jibe Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ინვენტარიზაციის სპეციალისტი, ქალაქში - თბილისი.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
შენიშვნა: პოზიცია ითვალისწინებს ხშირ მივლინებებს საქართველოს მასშტაბით
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე, საწყისი ანაზღაურება 1500₾
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
- პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი;
- პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
- სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი;
- სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
- მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
- ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით გამოცდილება
- აუცილებელია პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
- სასურველია სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს).