ინტერიერის დიზაინერი — კაბინეტი

კაბინეტი — ლოგო
კაბინეტი

ინტერიერის დიზაინერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"კაბინეტ თბილისში" ინტერიერის დიზაინერს ვეძებთ!

სამუშაო ლოკაცია: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე

ანაზღაურება: ფიქსირებული (მოლაპარაკებისა და კვალიფიკაციის საფუძველზე შეთანხმებადი) და შესრულების ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

  • დამკვეთთან კომუნიკაცია და საჭიროებების განსაზღვრა;
  • შეკვეთის განსათავსებელი სივრცის გათვალისწინებით, ავეჯის ზომებისა და ფუნქციური მოთხოვნების განსაზღვრა;
  • დამკვეთის საჭიროებებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, ავეჯის დიზაინის ვიზუალიზაცია;
  • ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალების, ფურნიტურისა და აქსესუარების შერჩევა/მოძიება;
  • დამკვეთთან შეთანხმებული ვიზუალების, შერჩეული მასალებისა და აქსესუარების კონსტრუქტორისათვის გადაცემა;
  • საჭიროების შემთხვევაში პროექტში, კონსტრუქციასა და ნახაზში ცვლილებების შეტანა;
  • კონსტრუქტორთან კომუნიკაცია სამუშაო პროცესის პარალელურად და ვიზუალთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა;
  • დამზადებული ავეჯის შეფასება და მოთხოვნასთან შესაბამისობის დადასტურება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ტექნიკური ნახაზების მომზადების კომპეტენცია;
  • Sketchup, Autodesk 3ds Max, Corona Renderer, Cabinet Vision ან სხვა პროგრამები ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ/მომიჯნავე პოზიციაზე;
  • სამუშაო პროცესების სწორად ორგანიზების ძლიერი უნარი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!