ინტერიერის დიზაინერი
სტენსი მუშაობს მხოლოდ ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას. გვსურს ვიმუშაოთ პროფესიონალებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმიანობა, ენერგიას არ იშურებენ ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და იზიარებენ კომპანიის ესთეტიკურ მიდგომას.
ვაკანსია: ინტერიერის დიზაინერი
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- წინასაპროექტო კვლევის მომზადება;
- დიზაინის კონცეფციის შექმნაში მონაწილეობა;
- დიზაინის კონცეფციის მიხედვით სრული BIM მოდელის დამუშავება Revit-ში;
- ვიზუალიზაციის სპეციალისტთან ეფექტური კომუნიკაცია სასურველი ხარისხის ვიზუალიზაციის მიღების მიზნით;
- დიზაინის კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა.
სავალდებულო მოთხოვნები:
- Revit - ის სრულყოფილად ცოდნა;
- შესაბამის პოზიციაზე 1-3 წლამდე სამუშაო გამოცდილება.
ანაზღაურება: ფიქსირებული - 2500 ლარი;
სამუშაო საათები: ორშ - პარ 09:00 - 18:00
პროცესი:
- I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება;
- II ეტაპი - დავალების შესრულება.
შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.